იცით სანდიმუნ ნეორალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

სანდიმუნ ნეორალის გვერდითი მოვლენებია:  ♦ თირკმელების მხრივ ხშირად – შრატში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით მიმდინარე თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ჩვეულებრივ ეს მოვლენები აღინიშნება მკურნალობიდან პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ხასიათდება დოზისადმი დამოკიდებული თვისებებით და მცირდება დოზის შემცირებასთან დაკავშირებით). ♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ სტრუქტურული ცვლილებები თირკმელებში (მაგ. ინტერსტიციული ფიბროზი), რომელიც საჭიროებს დიფერენცირებას ავადმყოფებში თირკმელების ტრანსპლანტატებით და მოცილების ქრონიკული რეაქციებით გამოწვეული ცვლილებებისაგან. საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები, რომელიც ვლინდება ბილირუბინის კონცენტრაციის, სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობით (აღნიშნული დარღვევები დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე) მომატებით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად არტერიული ჰიპერტენზია (განსაკუთრებით ავადმყოფებში გულის გადანერგვის შემდგომ). ნერვული და კუნთოვანი სისტემის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, პარესთეზიები, კრუნჩხვები; იშვიათად – კუნთების სპაზმები და სისუსტე, მიოპათია, ტრემორი. ♦ ავადმყოფებში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ აღწერილია ენცეფალოპათის ნიშნები, მხედველობის, მეხსიერების, აგრეთვე მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (თუმცა საბოლოოდ დადგენილი არ არის გამოწვეულია თუ არა აღნიშნული ცვლილებები პრეპარატით, ძირითადი დაავადებებით, ან სხვა ფაქტორებით). ენდოკრინული სისტემის მხრივ: შექცევადი დისმენორეა და ამენორეა. ჰემატოლოგიური სურათი: სუსტად გამოხატული ანემია; იშვიათად – ზოგიერთ ავადმყოფებში მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემიით და თირკმელების უკმარისობით (ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი) გამოწვეული თრომბოციტოპენია. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამონაყარი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, სისხლში შარდის მჟავას კონცენტრაციის მომატება. სხვადასხვა: ჰიპერტრიქოზი, გადაღლილობის შეგრძნება, ღრძილების ჰიპერტროფია, შეშუპებები, სხეულის მასის მომატება; იშვიათად – შრატში ლიპიდების შემცველობის შექცევადი მცირე ზრდა. ♦ არსებობს ცალკეული მონაცემები ავთვისებიანი და ლიმფოპროლიფერაციული დაავადების განვითარებისას სანდიმუნ ნეორალით მკურნალობის დროს (ისევე როგორც იმუნოდეპრესიული მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებს), მათ შორის ნეფროზული სინდრომის მქონე ავადმყოფებშიც. ფსორიაზით დაავადებულ ავადმყოფებში აღინიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება (კერძოდ კანის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter