იცით ტორადოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ტორადოლის გვერდითი მოვლენებია:  ტორადოლის გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეპსია, ამოქარვება, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილები მუცელში გასტრიტი, გულისრევა, პირღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაციები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, მელენა. ცენტრალური ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემები: ძილისა და აზროვნების დარღვევები, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, დეპრესია, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, ეიფორია, წყურვილის შეგრძნება, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ტკივილი კუნთებში, ნევროზულობა, პარესთეზიები, ფსიქიური რეაქციები, ოფლიანობა. საშარდე გზები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი ფერდებში (ჰემატურიის და აზოტემიის თანხლებით, ან მათ გარეშე), ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში. ისევე, როგორც პროსტაგლანდინების დამთრგუნველი სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, ტორადოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგალითად, კრეატინინისა და კალიუმის დონის მომატება შრატში). გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში. სუნთქვის სისტემა: ასთმა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება. ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა. კანი: ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ჭინჭრის ციება. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსია. სისხლის სისტემა: პურპურა, თრომბოციტოპენია, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატომები, პოსტოპერაციული სისხლდენები, სისხლდენის დროის გახანგრძლივება. გრძნობის ორგანოები: გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება. სხვა: ასთენია, შეშუპება, რეაქცია შეყვანის ადგილზე, სხეულის წონის მომატება, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter