იცით ფემარას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემარას გვერდითი მოვლენებია: ფემარა გამოკვლევებში კარგად გადაიტანებოდა, როგორც პირველი და მეორე ხარისხის თერაპია, სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს, როგორც სარძევე ჯირკვლის ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე და როგორც სარძევე ჯირკვლის კიბოს გაფართოებული ადიუვანტური თერაპია ქალებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ ტამოქსიფენით ადიუვანტური თერაპია. პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედში, რომლებიც მკურნალობდნენ ფემარით მეტასტაზური და ნეოადიუვანტური მდგომარეობების დროს, პაციენტთა დაახლოებით 70-75% ადიუვანტური დანიშვნისას (ფემერაც, ტამოქსიფენიც), და პაციენტთა დაახლოებით 40%-ს გაფართოებული ადიუვანტური დანიშვნისას (ფემერა, პლაცებო) აღინიშნა გვერდითი რეაქციები. საერთო ჯამში, გვერდით რეაქციებს ჰქონდათ სუსტი ან ზომიერი ხასიათი და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულნი იყვნენ ესტროგენების დეფიციტთან. სხვადასხვა გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შეფასებისას იყენებენ შემდეგ გრადაციებს: „ძალიან ხშირად“- ≥10, „ხშირად“ – ≥ 1%-და <10%-მდე, „ზოგჯერ“ – ≥ 0.1%-დან <1%-მდე, „იშვიათად“ – ≥ 0.01%-დან <0.1%-მდე, „ძალიან იშვიათად“ – <0.01%. ინფექციები: ზოგჯერ – საშარდე სისტემის ინფექციები. სიმსივნეები: ზოგჯერ – სიმსივნური ტკივილი. 6 სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემების მხრივ: ზოგჯერ – ლეიკოპენია. მეტაბოლური დარღვევები: ხშირად – ანორექსია, მადის გაძლიერება; ზოგჯერ – ჰიპერქოლესტეროლემია, შეშუპებები. ფსიქიკური დარღვევები: ზოგჯერ – დეპრესია, მღელვარება. 1. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ზოგჯერ – მოთენთილობა, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, დისენტეზია 2, გემოვნების დარღვევა, ცერებროვასკულარული დარღვევები. მხედველობის დარღვევები: ზოგჯერ – კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – გულის ფრიალი, ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი3, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიის შემთხვევები 7,  იშვიათად – ფილტვის ემბოლია, არტერიული თრომბოზი, ინფარქტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ქოშინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა; ზოგჯერ – მუცლის ტკივილი, სტომატიტი, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების გაზრდა. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – გამელოტება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გამონაყარი4; ზოგჯერ – ქავილი, კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ართრალგია; ხშირად – მიალგია, ტკივილი ძვლებში, ოსტეოპოროზი, ძვლის გაბზარვა; ზოგჯერ – ართრიტი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – შარდის გამოყოფის სიხშირის გაზრდა. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სისხლდენები და გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე, მკერდის ტკივილი. ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად – სისხლის მოწოლა; ხშირად: დაღლილობა 5, პერიფერიული შეშუპება. ზოგჯერ – ტემპერატურის მომატება, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, წყურვილი. გამოკვლევები: ხშირად – სხეულის მასის მომატება; ზოგჯერ – სხეულის მასის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter