იცით ფემინიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემინიტის გვერდითი მოვლენებია: ფემინიტით ვაგინალური მკურნალობის დროს არ აღმოჩენილა არავითარი სერიოზული გვერდითი მოვლენები. სუპოზიტორიის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის გამო მოსალოდნელია შემდეგი ეფექტები: ძალიან ხშირად (სიხშირე 1%­ზე მეტი)  თავის ტკივილი, კანის ქავილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისმენორეა, გამონაყარი, ვულვოვაგინალური წვა, დიარეა, მასტალგია, საშვილოსნოს სისხლდენა; იშვიათად (სიხშირე1%­ზე ნაკლები): ზოგადი  ალერგიული რეაქციები, ზურგის ტკივილი, გაციების მსგავსი სინდრომი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გინგივიტი, ღებინება. ცნს­ისმხრივ: დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმა, რინიტი. კანისა და მისი დანამატების მხრივ: აკნე, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. შარდ­სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ლაბიალური შეშუპება, ლეუკორეა, უხვი მენსტრუაცია, თირკმლის ინფექცია, სალპინგიტი, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექცია, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter