იცით ფენისტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენისტილის გვერდითი მოვლენებია: წვეთების მიღების დროს ხშირად აღინიშნება ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მაღალი დოზების გამოყენებისას. იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის პირღებინება), სიმშრალე პირის ღრუში და ყელში, გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კუნთების სპაზმი და სუნთქვის დარღვევის იშვიათი შემთხვევები. გელის გარეგანი გამოყენებისას ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი. პაციენტმა ჩამოუთვლელი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter