იცით ფენობარბიტალი სოფარმას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენობარბიტალი სოფარმას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ფენობარბიტალი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ნებისმიერი მითითებული ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. შესაძლო გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ძალიან ხშირი: ერთი ან რამოდენიმე თითის სტატიკური კუნთოვანი შეკუმშვა (დიუპუიტრენის კონტრაქტურა), ტერფის კონტრაქტურა, შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბრომები), რომლებიც ვითარდებიან ფენობარბიტალის ხანგრძლივი შეყვანისას. ხშირი: სედაცია. არახშირი: – ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, მეგალობლასტური ანემია და სისხლის მხრიდან სხვა დარღვევები; – გულის შეკუმშვის შენელებული სიხშირე; – ცნს-ის დათრგუნვა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. -სუნთქვის უეცარი დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება, ლარინგოსპაზმი ან ბრონქოსპაზმი (ვენაში სწრაფი შეყვანისას). – გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა. – სიწითლე, გამონაყარი კანზე. – ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია. – ღვიძლის დაზიანება იშვიათი: – სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის ინფექციის გამოვლენის საშიშროებას, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება სისხლდენების და სილურჯეების განვითარების საშიშროებას (თრომბოციტოპენია). – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიც არის სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება. – ფენობარბიტალის გამოყენებისას გამოვლენილია ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის ცალკეული შემთხვევები (DღEშშ სინდრომი), რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია და სხვა ჰემატოლოგიური გადახრები, ასევე სისტემური გამოვლენები ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების მხრიდან. ზოგჯერ ამ სინდრომმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა. – ექსფოლიაციური დერმატიტი; – ტოქსიკური ჰეპატიტი, სიყვითლე. ძალიან იშვიათი: მძიმე გვერდითი ეფექტები კანის მხრიდან: ბუშტუკები კანზე, პირის ღრუში, თვალებში და სასქესო ორგანოებზე; კანის ფართო უბნების სიწითლე, სახის შეშუპება, ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ასევე ცნობილია დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან, მათ შორის, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება) და მოტეხილობები. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია, თუ თქვენ გიტარდებათ ეპილეფსიის საწინააღმდეგო ხანგრძლივი მკურნალობა ამ პრეპარატით და თქვენ ანამნეზში არის მონაცემები ოსტეოპოროზის  შესახებ ან იღებთ სტეროიდებს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter