იცით ფერონატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერონატის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის ღებინება, ფაღარათი, კბილების შეღებვა შავ ფერად, ყაბზობა -განსაკუთრებით ეს ეხება მოზრდილებს. აგრეთვე შესაძლებელია განავლოვანი მასა გახდეს შავი ფერის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ: გემოს გარდამავალი დარღვევები (განსაკუთრებით“ლითონის” გემო), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია და კოლაფსი, ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, დისპნოე; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, დიარეა; გამოვლინებები კანის მხრივ: ერითემა, გამონაყარი, ქავილი, ეკზანთემა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, კუნთების კრუნჩხვითი მოვლენები; ზოგადი ხასიათის დარღვევები და ინექციის ადგილზე რეაქციები: ცხელება, კანკალი, ტკივილი და შებოჭვის შეგრძნება გულ-მკერდის არეში; ინექციის ადგილზე – ფლებიტი, შეშუპება, ცხელება. იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები, ართრალგია, პერიფერიული შეშუპება, ასთენია, სისუსტე, გონების დაბინდვა, სახსრების შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter