იცით ფინლეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფინლეფსინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები კომბინირებული მკურნალობის დროს უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე მონოთერაპიის შემთხვევაში. ცნს/ფსიქიკის მხრივ: ხშირად ადგილი აქვს სმენის დაქვეითებას, ცნობიერების დარღვევას, თავბრუსხვევას, დაღლილობის შეგრძნებას, ძილიანობას, აკომოდაციის დარღვევას და თავის ტკივილს. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შესაძლებელია მეხსიერების დაქვეითება და მოუსვენრობა. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დეპრესია, აგრესიულობა, აზროვნების გაუარესება, ჰალუცინაციები და ყურებში შუილი. ფინლეფსინით მკურნალობისას შესაძლებელია ლატენტური ფსიქოზების გამწვავება. იშვიათად – უნებლიე მოძრაობა, ტრემორი. კუნთების შეკუმშვა ან თვალის ხშირი ხამხამი, გარდა ამისა ხანდაზმულ ასაკში და თავის ტვინის დაზიანებებისას შესაძლებელია უნებლიე მოძრაობები პირ-სახის მიდამოში (პირ-სახის დისკინეზიები), როტაციული მოძრაობები (ქორეოატეტოზი). ზოგჯერ მეტყველების დარღვევა, ცრუ შეგრძნება, კუნთების სისუსტე, პერიფერიული ნევრიტი, აგრეთვე ქვედა კიდურების დამბლა (პარეზები), გემოვნების შეგრძნების დაკარგვა. აღნიშნული მოვლენების უმეტესობა თავისით გაივლის 8-14 დღის შემდეგ, ან პრეპარატის დოზის დროებითი შემცირების შემდეგ. ამიტომ შესაძლებლობისდა მიხედვით ფინლეფსინით მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზებით, მისი თანდათანობითი გაზრდით. თვალის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია თვალის შემაერთებელი ქსოვილის ანთება, ზოგჯერ თვალის აკომოდაციის გარდამავალი დარღვევა, დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა, ბროლის შემღვრევა, გლაუკომათი დაავადებულ ავადმყოფებში აუცილებელია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სახსრებისა და კუნთების ტკივილი, აგრეთვე კუნთების სპაზმი, რომლებიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ მალევე ქრება. კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ: ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე კანის ალერგიული რეაქციები, მაგ. ურტიკარია, კანის ქავილი, ექსფოლიატური დერმატიტი, ერითროდერმია, ლაიელის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან კვანძოვანი ერითემა, პურპურა და წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი. ცალკეულ შემთხვეებში ან იშვიათად შესაძლებელია თმის ცვენა და ოფლიანობა. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ფინელეფსინის მკურნალობასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გარდა შესაძლებელია ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად ან ხშირად ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია ან თრომბოციტოპენია. ლიტერატურული მონაცემების თანახმად ყველაზე ხშირად აღინიშნება ლეიკოპენიის კეთილთვისებიანი ფორმა (დაახლოებით შემთხვევათა 10%-ი ლეიკოპენიის გარდამავალი ფორმა, ხოლო 2%-ში – პერსისტირებული ფორმა). ზოგჯერ აღინიშნება ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში სისხლის სურათის მხრივ დარღვევები, როგორიცაა: აგრანულოციტოზი აპლასტური ანემია, ანემიის სხვა ფორმებთან ერთად (ჰემოლიზური, მეგალობლასტური), აგრეთვე ელენთისა და ლიმფური კვანძების გადიდება. ლეიკოციტოპენიის (ხშირად ნეიტროპენიის), თრომბოციტოპენიის, კანზე ალერგიული გამონაყრის (ეგზანთემის) და ცხელების დროს საჭიროა ფინლეფსინით მკურნალობის შეწყვეტა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, გულისრევა და ღებინება, იშვიათად დიარეა ან ყაბზობა. ერთეულ შემთხვევებში – მუცლის ტკივილი, აგრეთვე სტომატიტი, გინგივიტი და გლოსიტი. აღნიშნული მოვლენები თავისით გაივლის მკურნალობიდან 8-14 დღის, ან პრეპარატის დოზის დროებითი დაქვეითების შემდეგ. აღნიშნული მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია ფინლეფსინის მცირე საწყისი დოზებით დანიშვნით და მათი თანდათანობითი მომატებით. ფინლეფსინი ცალკეულ შემთხვევებში იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ზოგჯერ შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვილებები, იშვიათად – სიყვითლე, ერთეულ შემთხვევებში – ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმების განვითარება (ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური, გრანულემატოზური, შერეული). აღწერილია მწვავე ინტერმიტირებული პორფირიის 2 შემთხვევა. ჰორმონული, ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია) და ქალის სარძევე ჯირკვლების მხრივ ჰიპერსეკრეცია (გალაქტორეა). ფინლეფსინი მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პარამეტრებზე (ტრიიოდთირონინი, თიროქსინი, თირეოტროპული ჰორმონი და თავისუფალი თიროქსინი), განსაკუთრებით მისი კომბინაციისას სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან. ცალკეულ შემთხვევებში – შეშუპებები და სხეულის წონის მომატება. ფინლეფსინი იწვევს სისხლის შრატში კალიუმის რაოდენობის შემცირებას, რომლის დროსაც ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ოსტეომალაციის განვითარება. სუნთქვის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ცხელებით, ქოშინით (დისპნოე), ფილტვების ანთებით და ფილტვების ფიბროზით მიმდინარე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატზე. შარდ-სასქესო ტრაქტის მხრივ: იშვიათად პროტეინურიით, ჰემატურიით, ოლიგურიით მიმდინარე და ცალკეულ შემთხვევებში თირკმელების უკმარისობით დამთავრებული თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რაც განპირობებულია სამკურნალო საშუალების ანტიდიურეზული ეფექტით. ზოგჯერ დიზურია, პოლაკიურია და შარდის შეკავება. გარდა ამისა შესაძლებელია დარღვევები სასქესო სისტემის მხრივ: მაგ. იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება. გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრივ: იშვიათად ან ერთელ შემთხვევებში, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით შეპყრობილ ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში შესაძლებელია ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, აგრეთვე იშემიური დაავადების გამწვავება, იშვიათად – გამტარებლობის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), ცალკეულ შემთხვევებში გონების დაკარგვით მიმდინარე. გარდა ამისა ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრად მომატება ან დაქვეითება. არტერიული წნევის დაქვეითება ძირითადად გამოწვეულია პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებით. გარდა ამისა შესაძლებელია თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიის განვითარება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად აღინიშნება ცხელებებით, კანზე გამონაყარით, სისხლძარღვების კედლის ანთებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, სახსრების ტკივილით, პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილებებით, აგრეთვე სხვა ორგანოების მაგ. ფილტვების, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის და მიოკარდის დაზიანებით მიმდინარე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შენელებული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება მწვავე გენერალიზებული რეაქცია და მიოკალონუსით და ეოზინოფილიით მიმდინარე ტვინის გარსის ასეპტიური ანთება. – აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. – პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების, მოთენთილობით მიმდინარე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, მადის დაკარგვის, ღებინების, კანის სიყვითლის ან ღვიძლის გადიდების, ცხელების, ყელის ტკივილის და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომების, აგრეთვე ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარე კანზე ალერგიული რეაქციების, ლაიელის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია, რომლის მიერ ხდება პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. – მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფინლეფსინით მკურნალობის შეწყვეტა. – ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს როგორიცაა: მაგ. მოთენთილობა, მადის დაკარგვა, ღებინება, კანის სიყვითლე ან ღვიძლის გადიდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter