იცით ფოვირალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოვირალის გვერდითი მოვლენებია: რა არის ფოვირალის შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად ფოვირალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს: ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში): • დიარეა, გულისრევა, თავბრუხვევა.  სისხლის ანალიზმა შესაძლოა აჩვენოს: სისხლში ფოსფატების დონის შემცირება  ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • მეტეორიზმი  იშვიათი (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • ლაქტაციდოზი (რძემჟავის დონის მომატება სისხლში, პოტენციურად ფატალური გვერდითი მოვლენა). ლაქტაციდოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ღრმა და სწრაფი სუნთქვა; ძილიანობა; გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი  • მუცლის ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით (პანკრეატიტით)  • გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და თირკმლის დაზიანებით გამოწვეული წელის ტკივილი. • გამონაყარი სისხლის ანალიზებმა შესაძლოა აჩვენოს: • სისხლში კრეატინინის დონის მატება • ღვიძლის და პანკრეასის პათოლოგია. სხვა შესაძლო გვერდითი   ეფექტები: HIV ინფექციის კომბინირებული ანტირეტროვირუსული (მათ შორის ფოვირალით), მკურნალობისას, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების შეცვლის გამო, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი სხეულის მოყვანილობა. შესაძლოა ცხიმოვანი ქსოვილი შეგიმცირდეთ ფეხებზე, ხელებსა და სახეზე; სამაგიეროდ ცხიმი გროვდება მუცლის გარშემო და შინაგან ორგანოებში; იზრდება სარძევე ჯირკვლები და კისრის უკანა ნაწილზე ჩნდება ცხიმოვანი კუზი (ე.წ. `ბიზონის კუზი~). ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და შორეული ეფექტები ჯერჯერობით უცნობია.  HIV ინფექციის კომბინირებული ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ, ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარების გამო, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ქოლესტრინის მომატება (ჰიპერლიპიდემია) და შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია).  თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter