იცით ფორალესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორალესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), ზოგჯერ (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10000). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად – გულისრევა. ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, ტრემორი; ზოგჯერ – აჟიტაცია, შფოთვა, ნერვული აგზნებულობა, უძილობა, თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად: გულისცემის შეგრძნება; ზოგჯერ – ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ბრონქოსპაზმი. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – კუნთების სპაზმი, მიალგიები. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, არტერიული ჰიპოტენზია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეკზანტემა. ადგილობრივი რეაქციები: ზოგჯერ – ხორხის და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. სხვა: გემოს შეგრძნების დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter