იცით ფრაქსიპარინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფრაქსიპარინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, რომელიც აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილების გაზრდა. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად მცირე ჰემატომები შეყვანის ადგილას. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება მკვრივი კვანძები, რაც არ მიუთითებს ჰეპარინის ინკაფსულირებაზე. კვანძები რამდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძალიან იშვიათად კანის ნეკროზი შეყვანის ადგილას, რომელსაც წინ უსწრებს სიწითლე, ინფილტრაციული ან მტკივნეული ერითემატოზული ლაქები საერთო სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა წყდება. სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათად ტრანსამინაზების ტრანზიტორული მომატება; ერთეულ შეთხვევებში – შექცევადი ჰიპერკალიემია, პრიაპიზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter