იცით ფურაგინი 50 მგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფურაგინის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, erythema multiphorme, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. ფურაგინი  შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას. თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter