იცით ქვადროპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქვადროპრილის გვერდითი მოვლენებია: გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულისწასვლა; ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, არითმია, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევის გაძლიერება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ქრინიკული უკმარისობის განვითარება და გაძლიერება, პროტეინურია, პოტენციის დაქვეითება. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე; მაღალ დოზებში გამოყენებისას – უძილობა, შფოთი, დეპრესია, გონების არევა, პარესთეზია, წონასწორობის დარღვევა. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულარული აპარატის, სმენის, მხედველობის დარღვევა,  ყურებში შუილი, გემოს შეცვლა ან გემოს დროებითი დაკარგვა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ქოლესტატური სიყვითლე, დისპეფსია, შეკრულობა, მადის დაქვეითება, სტომატიტი, გლოსიტი, პირის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევაში – ნაწლავური გაუვალობა, რეინოს დაავადების გამწვავება, ერთეულ შემთხვევაში – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ღვიძლის პროგრესირებადი ნეკროზი (ზოგჯერ სიკვდილის გამოსავლით). სუნთქვის სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ფილტვის ინფილტრატი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინიტი, რინორეა, სინუსიტი, ფარინგიტი დისფონია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია;  სახის ქსოვილების ანგიონევროტული შეშუპება, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის, პოლიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენ–ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპციტოპენია, იშვიათად – ეოზინოფილია, ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია და ჰემოლიზი, ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრის გაზრდა. ლაბორატორიული მაჩვენებელი: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანის შემცველობის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია (ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით), ჰიპონატრიემია. ნაყოფზე გავლენა: ნაყოფის თირკმელების განვითარებაზე გავლენა, არტერიული წნევის დაქვეითება ნაყოფში და ახალშობილებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ქალა ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი, კიდურების კონტრაქტურა, ქალის დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია. სხვა: ალოპეცია, ონოქოლიზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter