იცით ქლორპრომაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლორპრომაზინის გვერდითი მოვლენებია: ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება – პარკინსონიზმით, აკატიზიით, ფსიქიური ინდეფერენტულობით, დაგვიანებული რეაქციები გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ და ფსიქიკის სხვა ცვლილებები; ნეიროლეფსიური დეპრესია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, განსაკუთრებით ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში, კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ალერგიული რეაქციები, სახისა და კიდურების შეშუპება, აგრეთვე სახის ფოტოსენსიბილიზაცია, დისპეფსიური მოვლენები. პრეპარატის ხანგრძლივი, მაღალი დოზით გამოყენებისას (0.5-1.5 გ დღეში) ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სიყვითლე, ანემია, აგრანულოციტოზი, კანის პიგმენტაცია, თვალის ბროლისა და რქოვანას შემღვრევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter