იცით ქსალაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქსალაკომის გვერდითი მოვლენებია: ქსალაკომის გამოყენებისას დარეგისტრირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები ≥1% სიხშირით: მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის დაზიანება (ფოლიკულები, კონიუნქტივის პაპილარული დაზიანება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სხვა), რქოვანას დაზიანება (ეროზიები, პიგმენტაცია, წერტილოვანი კერატიტი და სხვა), რეფრაქციის დარღვევა, თვალის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, თვალების ტკივილი, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, კერატიტი, ფოტოფობია. ინფექციები: სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა ინფექციები კვების და მეტაბოლიზმის დარღვევა: შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერქოლესტერინემია. ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი დარღვევები: ჰიპერტენზია კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ჰიპერტრიქოზი, კანის გამონაყარი და ცვლილებები (გაღიზიანება, დერმატოქალაზიონი და სხვა). საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრიტი.  ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი ეფექტები, რომლებიც აღინიშნებოდა ქსალაკომის ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის დროს (ზემოთ აღნიშნულთან ერთად) ლატანოპროსტი: მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალების გაღიზიანება (წვის შეგრძნება, თვალებში მტვრის შეგრძნება, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება); ეპითელიუმის გარდამავალი წერტილოვანი ეროზიები, ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას შეშუპება და ეროზიები; წამწამების პიგმენტაციის გაძლიერება, რაოდენობის მომატება, დაგრძელება და გასქელება. ირიტი/უვეიტი; მაკულური შეშუპება; წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა, რომელიც ხანდახან იწვევს თვალების გაღიზიანებას, დაბინდული მხედველობა. კანის საფარველის და კანქვეშა ქსოვლების მხრივ: კანის გამონაყარი, ქუთუთოების კანის გამუქება და ქუთუთოებზე კანის ადგილობრივი რეაქციები. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა სუნთქვის ორგანოების მხრივ: ასთმა (მათ შორის მწვავე შეტევები ან დაავადების გამწვავება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქული ასთმა ანამნეზში), ქოშინი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ტკივილი კუნთებში და სახსრებში. ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები: არასპეციფიური ტკივილები გულმკერდის არეში. თიმოლოლის მალეატი (თვალის წვეთების სახით): იმუნური სისტემის მხრივ: სისტემური ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შოკი, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი. მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ანორექსია, ჰიპოგლიკემიის ფარული სიმპტომები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. ფსიქიური დარღვევები: ქცევის შეცვლა და ფსიქიური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, შფოთვა, დეზორიენტაცია, ნევროზულობა, მეხსიერების დაკარგვა, ლიბიდოს დაქვეითება, უძილობა და ღამის კოშმარები. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინის იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, თავბრუსხვევა, myasthenia gravis სიმპტომების გაძლიერება, პარესთეზია, ძილიანობა, გულის წასვლა. მხედველობის ორგანოების მხრივ: ცისტოიდური მაკულური შეშუპება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, ფილტრაციული ქირურგიული ჩარევების შემდგომი სისხლძარღვოვანი გარსის აფცქვნა, ფტოზი, მხედველობის დარღვევა. სმენის და ვესტიბულური ორგანოების მხრივ: ხმაური ყურებში. გულის მხრივ: არითმიები, ბრადიკარდია, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, გულისცემის გახშირება, პროგრესირებადი სტენოკარდია, სისხლძარღვოვანი დარღვევები: გარდამავალი კოჭლობა, ხელ-ფეხის გაციება, ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი. სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი (უმთავრესად იმ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრონქოსპასტიური სინდრომი), ხველა, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა, ფილტვების შეშუპება და სუნთქვითი უკმარისობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, რეტროპერიტონეალური ფიბროზი. კანის საფარველის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალოპეცია, ფსევდოპემფიგოიდი, ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი და ფსორიაზის გართულება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: სისტემური წითელი მგლურა. რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იმპოტენცია, პეირონეს დაავდება. ზოგადი და ადგილობრივი: ასთენია/გადაღლა, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter