იცით ქსელოდას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქსელოდას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენებიგვერდითი მოვლენებიგვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის აღწერის მიზნით გამოიყენება შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არა-ხშირი (≥1/1000 და<1/100), იშვიათი (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შემთხვევების ჩათვლით).ქვევით წარმოდგენილი გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია მათი კლინიკური მნიშვნელობის მიხედვითა და გათვალისწინებით. პრეპარატ ქსელოდას® გამოყენებით წარმოებული მკურნალობის დროს უხშირესად გამოვლენილ და/ან კლინიკურად მნიშვნელოვან არასასურველ რეაქციებს წარმოადგენდნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული დარღვევეები (განსაკუთრებით კი – დიარეა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, სტომატიტი), ხელისგულ-ფეხისგულის სინდრომი, დაღლილობა, უმადობა, კარდიოტოქსიურობის გამოვლინებები, თირკმლის უკმარისობის მიმდინარეობის დამძიმება ანამნეზურად თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში, თრომბოზი/ემბოლია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter