იცით ცეფტრიაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცეფტრიაქსონის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, გემოს დაკარგვა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, დისბაქტერიოზი, ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლით (ღვიძლის ტრანსამინაზებისა და სისხლის პლაზმაში ბილირუბინის აქტივობის მომატება), ქოლესტაზური სიყვითლე, იშვიათად – ფრსევდომემბრანოზული კოლიტი; სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ჰემოლიზური ანემია; ცალკეულ შემთხვევებში ქვეითდება სისხლის შედედების პლაზმური ფაქტორების დონზე (II, VII, IX, X), ხანგრძლივდება პროთრომბინული დრო; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, დერმატიტის, შრატისმიერი დაავადება, ბრონქოსპაზმი, შეშუპებები, მულტიფორმული ექსუდაციური ერიტემა, ანაფილაქსიური რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში – ანაფლიაქსიური შოკი; ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ან ინფილტრატე შეყვანის ადგილზე; ცალკეულ შემთხვევებში – ფლებიტი ან თრომბოფლებიტი ვენაში შეყვანისას; შარდსასქესო სისტემის მხრივ: კრეატინინის დონის მომატება, ცილინდრების განვითარება, ოლიგურია, ანურია; ბიოლოგიური მოქმედებით განპირობებული ეფექტები: შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება; სხვა: ცხვირიდან სისხლდენა, ცხელება, შემცივნება, ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავევ უკმარისობა, არითმიები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter