იცით ციკლოვალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოვალის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა; შექცევადი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აგზნებადობა, ტრემორი, ატაქსია, დისართრია, ცნობიერების დარღვევა, გულყრები, ენცეფალოპათია; ძალიან იშვიათად – კომა (ძირითადად პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორებით). სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპნოე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ანორექსია; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების შექცევადი დარღვევა. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ლეოკოპენია (ძირითადად პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით), თრომბოციტოპენია. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია; იშვიათად – ქავილი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის კოლიკა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter