იცით ციკლოფოსფამიდი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოფოსფამიდი  გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიკური ეფექტები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისას. ლეიკოპენიის დროს ჰემოპოეზის აღდგენა ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე. კანის მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმების ზრდა იწყება მკურნალობის კურსის დამთავრებისას ან მისი გახანგრძლივების შემთხვევაში. ხანდახან მკურნალობის პროცესში ვითარდება კანზე გამონაყარი. პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი: ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად ზემოაღნიშნული შემთხვევები ატარებენ მძიმე ხასიათს და შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი. ასევე მოსალოდნელია შარდის ბუშტის ფიბროზი, რომლის თანმხლებია ცისტიტი და/ან მის გარეშე, რომელიც იშვიათად ატარებს გავრცელებულ ხასიათს. შარდში შესაძლებელია შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცისტიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს ჰიდრატაცია. ჰემორაგიული ცისტიტის მძიმე ფორმის არსებობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ინფექციები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის იმუნოსუპრესია შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება. პრეპარატის დოზით 4.5-10 გ/კვ.მ (120-დან 270 მგ/კგ) რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კარდიოტოქსიკურობის ნიშნები, ჩვეულებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ინტენსიური კომბინირებული თერაპიის დროს. ამასთანავე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე ხარისხის გულის შეგუბებით უკმარისობას ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, რაც განპირობებულია ჰემორაგიული მიოკარდიტით. ელექტროკარდიოგრაფიული ან ექოკარდიოგრაფიული კვლევებით პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ კარდიოტოქსიკურობა გამოწვეული პრეპარატის მაღალი დოზის გამოყენებით, არ აღინიშნებოდა მიოკარდის მდგომარეობის მხრივ რაიმე ნარჩენი ცვლილებები. პრეპარატი აძლიერებს დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიკურ მოქმედებას. სასუნთქი გზების მხრივ: არსებობს მონაცემები ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა. პრეპარატს შესწევს უნარი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გამოიწვიოს სტერილობა, რომელიც ზოგიერთ პაციენტებში ატარებს შეუქცევად ხასიათს. ქალების დიდ ნაწილში ვითარდება ამენორეა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ გოგონებში, მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად, ისევე როგორც ნორმალურად მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, შემდგომში ჩასახვისათვის მზად ყოფნით. მამაკაცებში პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია ოლიგოსპერმიის ან აზოოსპერმიის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის ნორმალური სეკრეციის ფონზე გონადოტროპინის დონის მომატებასთან. აღნიშნულ პაციენტებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება არ აღინიშნება. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ ვაჟებში მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად მოსალოდნელია ოლიგოსპერმიის. ან აზოოსპერმიის და გონადოტროპინების სეკრეციის მომატება. შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა ხარისხის ატროფია. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული აზოოსპერმია, ატარებს შექცევად ხასიათს, მაგრამ დარღვეული ფუნქციის აღდგენა მოსალოდნელია მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. კანცეროგენობა: ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ პრეპარატით მკურნალობა მონოთერაპიით ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, აგრეთვე მკურნალობა სხვა მეთოდებით ვითარდებოდა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ხშირად ეს იყო შარდის ბუშტის სიმსივნეები (ჩვეულებრივ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე დაავადებულნი იყვნენ ჰემორაგიული ცისტიტით), მიელოპროლიფერაციული ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. მეორადი სიმსივნეები შედარებით ხშირად ვითარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პირველადი მიელოპროლიფერაციული ავთვისებიანი სიმსივნეები, ან კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე იმუნური პროცესის დარღვევები. ზოგ შემთხვევებში მეორადი სიმსივნეები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter