იცით ცილოზეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცილოზეკის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.  ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს: – ინფარქტი; – გულის შეტევა; – გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის გახშირებას ან კოჭების შეშუპებას;  – არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი); – შესამჩნევი სისხლდენა; – სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა; – სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით;  – კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (ბოტკინი).  თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter