იცით ციპრონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრონექსის გვერდითი მოვლენებია: ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ციპროფლოსაქცინით მკურნალობისას ყველაზე ხშირია: გულის რევის შეგრძნება, დიარეა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, თავის ტკივილი, აგზნებადობა, გამონაყარი კანზე. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულის რევა, ღებინება; ზომიერად – ამინოტრანსფერაზების (AспАТ, АлАТ) და ტუტე ფოსფატაზის მომატება შარდში ბილირუბინის დონის მომატება, თირკმლის სინჯების ჩვენებების ცვლილება, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი; იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანის მიკოზი, სიყვითლე, ფსევდომემბრანულ ენტეროკოლიტი; ძალზე იშვიათად – ენტერომიკოზი, ჰეპატიტი. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზომიერად – თრომბოფლებიტი; იშვიათად – ტაქიკარდია, სისხლძარღვთა გაფართოება, სითბოს მოდინების შეგრძნება; ძალზე იშვიათად – თრომბოფლებიტი. სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: ზომიერად – ეოზინოფილია, ლეიკოპენია; იშვიათად – ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოციტოზი, პროთრომბინის დროის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ძალზე იშვიათად – ჰემოლიტური ანემია. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზომიერად – ტკივილი სახსრებში; იშვიათად – კუნთების ტკივილი, სახსრების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ: ზომიერად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობა; იშვიათად – ჰალუცინაცია, ოფლიანობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, კუნთების თრთოლვა, კრუნჩხვები; ძალზე იშვიათად – დიდი გულყრა, სიარულის დარღვევა. გრძნობის ორგანოების მხრივ: ზომიერად – გემოს შეგრძნების დარღვევა; იშვიათად – ხმაური ყურებში, გარდამავალი სიყრუე, მხედველობის დარღვევა. მეტაბოლური დარღვევები: ზომიერად – კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, აზოტის მომატება სისხლში; იშვიათად – შეშუპება (სისხლძარღვოვანი, პერიფერიული, სახის არეში), ჰიპერგლიკემია. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მედიკამენტოზური ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები, ძალზე იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, გამონაყარი. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – სულისხუთვა, ხორხის შეშუპება. შარდსასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საშოს კანდიდოზი, ჰემატურია, კრისტალურია, ინტერსტიციული ნეფრიტი. კანის მხრივ: ხშირად – გამონაყარი; ზომიერად – მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა; ძალზე იშვიათად – ჰემორაგია, პოლიმორფული ერთიემა, კვანძოვანი დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter