იცით ციპრო-დენკი 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრო-დენკი 500-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ციპრო-დენკ 500 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი  ციპროფლოქსანის მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები გამოვლინდა პაციენტთა 5-14%-ში.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება და მადის დაქვეითება. იშვიათად: ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ.“სიფრთხილით“). ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად:თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, კანკალი და გონების დაბინდვა. იშვიათად:უძილობა, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოფლიანობა, სიარულის დარღვევა, გულყრა, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ფობია, ღამის კოშმარები, დეპრესია და ჰალუცინაციები. ძალიან იშვიათად: ქცევის პათოლოგიური დარღვევა (ფსიქიკური რეაქცია), მათ შორის სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენება (იხ.“სიფრთხილით“). გრძნობის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა ან დაქვეითება, თუმცა აღნიშნული მოვლენა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.მხედველობის დარღვევა (მაგალითად მხედველობის გაორება, ფერების გარჩევის უნარის დარღვევა), ყურებში შუილი, გარდამავალი სიყრუე (განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში), სიყრუე. ალერგიული რეაქციები: ზოგიერთი ალერგიული რეაქცია ვლინდება ციპროფლოქსაცინის პირველი დოზის მიღებისთანავე: ხშირად:კანის რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და წამლისმიერი ცხელება. ძალიან იშვიათად: – პეტექიური დერმატორაგია (პეტექიები), სისხლიანი ბუშტუკების წარმოქმნა (ჰემორაგიული ბუშტუკები) და მცირე კვანძები (პაპულები), რომლებიც ზემოდან იკეთებენ ფუფხს, რაც წარმოადგენს სისხლძარღვების დაზიანების ნიშანს (ვასკულიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის ზომიერი ხარისხის ალერგიული რეაქციები, მაგალითად კვანძოვანი ცხელება (კვანძოვანი ერითემა), დისკოსებრი ეროთემა (მულტიფორმული აქსდაციური მცირე ერითემა0 ან მძიმე ფორმები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ლაილის სინდრომი. – ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის ანთების ერთერთი ტიპი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის უჯრედების ნევროზი (ღვიძლის დაზიანების ერთერთი ტიპი) ან სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა. – ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური (ალერგიული) რეაქციები, მათ შორის სახის, სისხლძარღვების და ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და თვით შოკიც კი. აღნიშნული ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის შეყვანის დროსაც. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ციპრო-დენკი 500-ის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ; არა ხშირად: გულის ფრიალი. ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება (ხელ-ფეხის შეშუპება), ალები, შაკიკი, გულის ბლოკადა და ტაქიკარდია. ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: არა ხშირად: სახსრების ტკივილი და შეშუპება. ძალიან იშვიათად: კუნთების ტკივილი და ტენოსინოვიტი (ტენდოვაგინიტი) ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფტორქინოლონთან ერთად კომბინიერბული მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მყესის ანთება (ტენდინიტი) და მყესის გაგლეჯა (იხ.“სიფრთხილით“). ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გაუარესდეს მიასთენიის სიმპტომები (დამბლის სიმპტომებით მიმდინარე კუნთების დაავადება). სისხლის და სისხლის კომპონენეტების მხრივ: არა ხშირად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) ან შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია); ანემია. ძალიან იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი); პროთრომბინის მაჩვენებლების შეცვლა (სისხლის კოაგულაციური ფაქტორი).  ლაბორატოტიული პარამეტრების /შარდის მაჩვენებლების მხრივ: თუ პაციენტს მკურნალობამდე ჰქონდა ღვიძლის დაავადება, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების დროებითი მომატება (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) სიყვითლის განვითარება (ღვიძლის სტაზის შედეგად განვითარებული ქოლესტაზური სიყვითლე). აგრეთვე შეიძლება დროებით მოიმატოს შარდოვანას და სისხლის ცილების მაჩვენებლებმა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), შარდში კრისტალების ექსკრეცია (კრისტალურია) ან სისხლი შარდში (ჰემატურია). სხვა გვერდითი მოვლენები: არა ხშირად: ფილტვის ემბოლია, სუნთქვის დარღვევა (დისპნოე), ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება), ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი), სისხლიანი ხველა (ჰემოპტოზი) და სლოკინი. ძალიან იშვიათად: საერთო სისუსტე, თირკმლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევა (შეიძლება განვითარდეს თირკმლის გარდამავალი უკმარისობა), ფოტოსენსიტიურობა (იხ. „სიფრთხილით“). ხანგრძლივმა ან განმეორებითმა მკურნალობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოთი გამოწვეული მეორადი ინფექციის განვითარებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter