იცით ცისპლატინი ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისპლატინი ებევეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა კუმულაციური ხასიათისაა და იგი ძირითადი ტოქსიკური ფაქტორია, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დიზას. თირკმელების დაზიანებები, რომლებსაც თან ახლავს თირკმლის მილაკების დაზიანება, თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს დოზის შეყვანიდანმეორე კვირას და სისხლის შრატში კრეატინინის, შარდოვანას, შარდმჟავას მომატებით და/ან კრეატინინის კლირენსის შემცირებით. თირკმლის ტოქსიკურობა, როგორც წესი, უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატულია და ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზებისას შექცევადი ხასიათი გააჩნია. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპოფოსფატემია. ჰიპომაგნიემია და/ან ჰიპოკალციემია შეიძლება გამოვლინდეს კუნთების კლინიკურად მომატებული მგრძნობელობით ან კრუნჩხვებით, ტრემორით, კარპოპედული სპაზმით (მტევნებისა და ტერფების კრუნჩხვები) და/ან ტეტანიით. ჰიპონატრიემია ჩვეულებრივ განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური პროდუქციის სინდრომით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება და გულისრევა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება თერაპიის პირველი საათის განმავლობაში და 24 საათის განმავლობაში და მეტი ხნით გრძელდება, თითქმის ყველა ავადმყოფს უვითარდება. ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრება გულისრევის საწინააღმდეგო სტანდარტული პრეპარატების მიღებისას. ამ სიმპტომების სიმძიმის შემცირება შეიძლება თერაპიის ციკლზე გათვლილი საერთო დოზის უფრო მცირე დოზებად  გაყოფით, რომელიც შეყავთ დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სხვა არასასურველი მოვლენებიდან აღინიშნება მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა. სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ცისპლატინით თერაპიის ფონზე ხშირად ვითარდება მიელოსუპრესია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი გამოხატულია უმნიშვნელოდ ან ზომიერად, და ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას შექცევადი ხასიათი აქვს. ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების ყველაზე დაბალი დონე, როგორც წესი, აღინიშნება შეყვანიდან მე-18-დან 23-ე დღემდე; პაციენტების უმეტესობას ეს მაჩვენებლები აღუდგება 39-ე დღისათვის. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ანემია. სმენის სისტემის მხრივ: ცალმხრივი ან ორმხრივი შუილი ყურებში, სმენის დაკარგვით ან დაკარგვის გარეშე, აღენიშნებათ დაახლოებით ცისპლატინის მიმღებ პაციენტთა 10%, ჩვეულებრივ ეს გვერდითი ეფექტი შექცევადი ხასიათისაა. დადგენილია, რომ სმენის ორგანოს დაზიანება დოზადამოკიდებული და კუმულაციური ხასიათისაა, და ეს გვერდითი ეფექტი ხშირად აღენიშნებათ ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებს. არსებობს შეტყობინებები ვესტიბულარულ აპარატზე პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების შესახებ. ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიპერიული ნეიროპათიები ხშირად არ ვითარდება. ჩვეულებრივ ისინი სენსორული ხასიათისაა (მაგალითად, პარესთეზიები, ზედა და ქვედა კიდურების პარესთეზიები), მაგრამ ასევე შესაძლოა განვითარდეს მოტორული დარღვევები (რეფლექსების დაქვეითება და სისუსტე ქვედა კიდურებში). ასევე შეიძლება აღინიშნოს ვეგეტატიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, გაუგებარი მეტყველება, გემოს შეგრძნება და მეხსიერების დაკარგვა. არსებობს ცნობები ლერმიტის  სიმპტომის, ხერხემლის ბოძის მიელოპათიისა და ავტონომიური ნეიროპათიის განვითარების შესახებ. ამ სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას. ჰიპერმგრძნობელობა: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის გაწითლებისა და შეშუპების, ფილტვებში სტვენითი ხიხინების, ტახიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის სახით. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცისპლატინის შეყვანის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება და ლაქოვან – პაპულოზური გამონაყარი კანზე. მხედველობის სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის თავის შეშუპება, ქერქოვანი სიბრმავე. ასევე შეიძ;ება აღინიშნოს ფერის აღქმის ცვლილება, განსაკუთრებით სპექტრის ყვითელ-ცისფერ ნაწილში. თვალის ფსკერის ერთადერთი ცვლილება შეიძლება იყოს ყვითელი ლაქის არეში ბადურას არარეგულარული პიგმენტაცია. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ასტ-ს, ალტ-სა და სისხლის პლაზმაში ბილირუბინის დოზის უმნიშვნელო ტრანზიტული მომატება. სხვა გვერდითი   ეფექტები:დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ(გულის იშემიური დაავადება, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თრომბოზული მიკროანგიოპათია, ცერებრული ართერიითები), ჰიპერურიკემია, სისხლის პლაზმაში ამილაზას დონის მომატება, უმნიშვნელო ალოპეცია, მიალგია, ცხელება, სლოკინი და პლატინის ხაზი ღრძილზე. კანქვეშ პრეპარატის მოხვედრისას შესაძლებელია ფლებიტის, ცელულიტისა და კანის ნეკროზის განვითარება. აღნიშნულია სპერმატოგენეზისა და აზოოსპერმიის დარღვევის შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter