იცით ცისპლატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისპლატინის გვერდითი მოვლენებია:  თირკმელების მხრივ: პრეპარატის დოზადამოკიდებული კუმულირებით გამოწვეული თირკმელების უკმარისობა წარმოადგენს პრეპარატის ტოქსიკურობის ძირითად მიზეზს, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დოზას. შედარებით ხშირად აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინის დონის მომატებით და თირკმელებში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით. მკურნალობის დასაწყისში ან მის შემდეგ ჰიდრატაციის შემცირება იწვევს ნეფროტოქსიკურობის განვითარებას. სისხლმბადი სისტემების მხრივ: ჰემოპოეზზე ტოქსიკური ზეგავლენა ასევე დოზადამოკიდებულია და განპირობებულია პრეპარატების კუმულირებით. თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შედარებით მცირე რაოდენობა ჩვეულებრივ აღინიშნება მე-18 და 32-ე დღეებს (7.3-დან 45 დღიან დიაპაზონში) შორის და პაციენტების უმრავლესობაში უბრუნდება საწყის დონეს 39 დღის შემდეგ. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია შედარებით გამოხატულია პრეპარატის 50 მგ/კვ. მ – ზე მაღალი დოზის გამოყენების დროს. ცისპლატინის მომდევნო კურსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ თრომბოციტების დონე არ გადააჭარბებს 100000 /კუბ. მმ, ხოლო ლეიკოციტების – 4000/კუბ. მმ-ს. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ ანემია – ჩვეულებრივ მკურნალობის რამოდენიმე კურსის შემდეგ მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ერითრომასის გადასხმა. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ რომ ცისპლატინი იწვევს ჰემოლიზური ანემიის განვითარებას კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციით. ცისპლატინით მომდევნო მკურნალობის კურსმა მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის გაძლიერება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრივ: გულისრევა და ღებინება აღენიშნება თითქმის ყველა პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ატარებს მძიმე ხასიათს. ამ დროს საჭიროა დოზის შემცირება და/ან მკურნალობის შეწყვეტა. ასევე აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების ასპარაგინტრანსფერაზას და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება კლინიკური ნიშნებითა და ტოქსიკური გამოვლინებით. ცნს-ისა და მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ხშირად აღინიშნება ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება. ყურებში შუილი ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ხოლო სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და დაკავშირებული 4000-დან 8000 ჰერც სიხშირესთან. მსგავსი დაზიანების სიხშირე და სიმძიმე შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. პერიფერიული ნეიროპათია ვითარდება პარესთეზიების სახით „წინდის“ და „ხელთათმანის“ ტიპით, არეფლექსიითა და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ცისპლატინი გამოიყენება რეკომენდებულთან შედარებით მაღალ დოზებში. აღნიშნული ნეიროპათია შესაძლებელია იყოს შეუქცევადი. შესაძლებელია აგრეთვე მხედველობისა და ფერის აღქმის დაქვეითება. ცისპლატინის გამოყენების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ასევე მხედველობის ნერვის ნევრიტის განვითარების შემთხვევები. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია მიასთენური სინდრომისა და კრუნჩხვების განვითარება. წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და ნივთიერებათა სხვა სახის ცვლის მხრივ: ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალციემია, რომლებიც ვლინდება კუნთების სპაზმებითა და აგზნებადობით, ტრემორით, კარპოპედალური სპაზმითა და/ან ტეტანიით. შესაძლებელია ჰიპერურიკემია, განსაკუთრებით პრეპარატის 50 მგ/კვ. მ მეტი დოზის მიღების შემდეგ შარდის მჟავას პიკური მაჩვენებლები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანზე გამონაყარი და ჰიპოტონია. რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული და/ან ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენების შემდეგ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter