იცით ცისპლატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისპლატინის გვერდითი მოვლენებია: • გასტროინტესტინური დარღვევები: მწვავე გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ იწყება 1-4 საათის შემდეგ მკურნალობიდან და შეიძლება პერსისტირებდეს 1 კვირამდე. სეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება სტანდარტული ანტიემეტური საშუალებებით. აღწერილი ტოქსიკურობა მოიცავს ღრძილების პლატინის ხაზსაც. • თირკმლის და შარდის დარღვევები: მწვავე რენული ტოქსიკურობა, რომელიც ხშირი იყო წარსულში და წარმოადგენდა ძირითად დოზის შემზღუდველ ტოქსიკურობას, ბევრად შემცირდა 6-8 საათიანი ინფუზიების გამოყენებით და თანმხლები ინტრავენური ჰიდრატაციით და ფორსირებული დიურეზით. კუმულაციური ტოქსიკურობა, პრობლემად რჩება და შეიძლება იყოს მწვავე. თირკმლის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია მილაკების დაზიანებასთან შეიძლება პირველად აღინიშნოს დოზირებიდან მეორე კვირას და გამოვლინდება შრატში კრეატინინის მომატებით, სისხლში შარდის ნიტროგენის, შრატში შარდის მჟავა და/ან კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით. თირკმის უკმარისობა ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალოა და შექცევადია პრეპარატის ჩვეული დოზებისას, თუმცა მაღალი ან განმეორებითი დოზის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დაზიანების სიმწვავე და ხანგრძლივობა და განვითარდეს თირკმლის შეუქცევადი უკმარისობა (ზოგჯერ ფატალური). თირკმლის უკმარისობა აღწერილია პრეპარატის ინტრაპერიტონეალური შეყვანის შემდეგ.  • სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძვლის ტვინის მსუბუქი ტოქსიკურობა შეიძლება განვითარდეს ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის დროს. ეს ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ანემია: ეს არ არის ზუსტად დოზასთან დაკავშირებული და შემთხვევით გამოწვეულია ჰემოლიზით.  • იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური და ანაფიაქსიის მსგავსი რეაქციები როგორიცაა სიწითლე, სახის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი იყვნენ ცისპლატინისადმი. რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ცისპლატინის მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეიძლება გაკონტროლდეს ინტრავეურად ადრენალინის, კორტიკოსტეროიდების და/ან ანტიჰისტამინების შეყვანით.  • ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ყურებში უნი ან ბილატერალური შუილი და /ან სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე (> 4000 ჰერცი) შეიძლება განვითარდეს პაციენტების 10%-ში და ჩვეულებრივ შექცევადია. სმენის სისტემის ზარალი დოზა დამოკიდებული და კუმულაციურია და უფრო ხშირად აღწერილია ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებში. სმენის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა უფრო ხშირად მკურნალობის დროს. • ნერვული სისტემის დარღვევები: პერიფერიული ნეიროპათია ჩნდება იშვიათად პრეპარატის ჩვეული დოზირებისას. ჩვეულებრივ სენსორული ბუნებისაა (მაგ. პარესთეზია ზემო და ქვემო კიდურებში), მაგრამ შეიძლაბ მოიცავდეს მოტორულ სიძნელეებსაც, რეფლექსების დაქვეითებას ან არ არსებობას და ფეხების სისუსტეს. ავტონომიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, მეტყველების გაძნელება, გემოვნების დაკარგვა და მეხსიერების დაკარგვა აგრეთვე აღწერილია. ეს ნეიროპათიები ჩვეულებრივ ჩნდება გახანგრძლივებული თერაპიის შემდეგ, მაგრამ აგრეთვე განვითარდა პრეპარატის ერთეული დოზის შემდეგაც. სეიძლება აღინიშნოს არეფლექსია და პროპრიოცეფციის და ვიბრაციის სეგრძნების დაკარგვა განსაკუთრებით, თუ ცისპლატინის გამოყენება ხდება მაღალი დოზებით ან რეკომენდებულზე ხშირად. ზოგ პაციენტში ეს შეიძლება იყოს შეუქცევადი, თუმცა ისინი ნაწილობრივ ან სრულად შექცევადია სხვებში ცისპლატინის შეწყვეტის შემდეგ. ცერებროვასკულ;ური შემთხვევები აღწერილია ცისპლატინით ნამკურალებ პაციენტებში. • თვალის დარღვევები: ბადურის ტოქსიკურობა გამოვლინდება როგორც მხედველობის დაბინდვა და ფერების აღქმის დარღვევა. ოპტიკური ნევრიტი, პაპილოედემა და რქოვანას სიბრმავე აღწერილია იშვიათ შემთხვევებში ცისპლატინის მიღების შემდეგ. ეს მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის გამოყოფის შემდეგ. • გულის დარღვევები: კარდიოვასკულური ანომალიები (კორონარული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, პოსტურალური ჰიპოტენზია, თრომბოზური მიკროანგიოპათია და სხვ). • სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები: ფილტვის ტოქსიკურობა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ცისპლატინით მკურნალობენ ბლეომიცინთან ან 5-ფლუორურაცილთან კომბინაცაიში.  • ჰეპატობილიარული დარღვევები: მსუბუქი და ტრანზიტორული მომატება შრატში ალტ და ასტ-სა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. • კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: მსუბუქი ალოპეცია. იშვიათად ურტიკარია ან მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე. • ძვალკუნთოვანი და სემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მიალგია. • რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები: ცისპლატინმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე. სპერმატოგენეზის დარღვევა და აზოსპერმია აღწერილია. თუმცა სპერმატოგენეზის დაზიანება შეიძლება იყოს შეიძლება იყოს შექცევადი, მამაკაცები, რომლებიც იტარებენ ცისპლატინით მკურნალობას, უნდა გააფრთხილონ მამაკაცის ფერტილობაზე შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.  • მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების სერიოზული დარღვევები, ძირითადად ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია და ჰიპოკალიემია, რაც დაკავშირებულია თირკმლის მილაკების დისფუნქციასთან. ჰიპომაგნემია და.ან ჰიპოკალციემია შეიძლება გახდეს სიმპტომური, აღინიშნოს კუნთების გაღიზიანება და კრუნჩხვები, ტრემორი, ცარპოპედალური სპაზმი ან/და ტეტანია. სხვა აღწერილი ტოქსიკურობა არის ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია და არაშესაბამისი ანტიდიურეზული ჰორმონის სინდრომი. ალოპურინოლი შეიძLება გამოყენებულ იქნას შრატში შარდის მჟავას დოზის შესამცირებლად. • ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობა: პირექსია, ლოკალური ეფექტები როგორიცაა ფლებიტი, ცელულიტი და კანის ნეკროზი (პრეპარატის ექსტრავაზაციის შედეგად) შეიძლება განვითარდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter