იცით ციტოზარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტოზარის გვერდითი მოვლენებია: ციტარაბინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზირებაზე, შეყვანის მეთოდზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე.  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, მეგალობლასტოზი, რეტიკულოციტოპენია. ლეიკოიცტების რიცხვის შემცირებას აქვს ორფაზიანი ხასიათი, ამასთან პირველი მაქსიმალური შემცირება მიიღწევა მე-7-9 დღეს. შემდეგ მოდის ხანმოკლე აღმასვლა რომლის მაქსიმუმი აღინიშნება მე-12 დღეს. მეორე და უფრო ძლიერი დაქვეითებისას ლეიკოციტების მინიმალური რაოდენობა აღინიშნება მე-15-24 დღეს. შემდეგი 10 დღის განმავლობაში ლეიკოციტების რაოდენობა სწრაფად იზრდება. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება შეინიშნება მე-5 დღეს, მინიმუმი დგება მე-12-15 დღეებში. შემდეგი 10 დღის განამვლობაში აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი ზრდა საწყის დონემდე, ამ რეაქციების სიმძიმის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და შეყვანის სქემაზე.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გულისრევა, ღებინება, უმადობა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულები (პირის ღრუს და სწორი ნაწლავის, იშვიათად-საყლაპავი მილის). გულისრევა და ღებინება მეტნაკლებად ხშირად ჩნდება სწრაფი ინტრავენური შეყვანისას. მაღალი დოზების (2-3 გ/მ2) გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულებას შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი, შესაძლებელია ნეკროზული კოლიტის განვითარება, წვრილი ნაწლავის ნეკროზი, ნაწლავის კისტოზური პნევმატოზი, რომელიც იწვევს პერიტონიტს.  ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, მაღალდოზიანი თერაპიის დროს –ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ჰიპერბილირუბინემიით, სეფსისი და ღვიძლის აბსცესი. ასევე აღწერილია პანკრეატიტის ერთეული შემთხვევები ციტარაბინის მაღალი დოზების კომბინაციისას სხვა პრეპარატებთან.  ნერვული სისტემის მხრივ: ნევრიტი, ნეიროტოქსიურობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,. დარღვევები ცნს-ს მხრივ უმთავრესად აღინიშნება მაღალი დოზებით მკურნალობისას, ამასთან უპირატესად ვლინდება თავის ტვინის და ნათხემის ფუნქციის დაღვევა (ნისტაგმი, დიზართრია, ატაქსია, ცნობიერების დარღვევა), მათ შორის პიროვნულობის შეცვლა, ძილიანობა, კომა. დარღვევები ცნს-ს მხრივ ჩვეულბრივ ატარებს შექცევად ხასიათს.  ასევე აღწერილია პერიფერიული მოტორული და სენსორული ნეიროპათიის და მოგვიანებითი პროგრესირებადი აღმავალი დამბლის ცალკეული შემთხევები. ცალკეულ შემთხვევებში ენდოლუმბალური შეყვანისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და ცხელება. ეს ჩივილები შეიძლება განპირობებული იყოს ლუმბალური პუნქციით. ასევე შეიძლება გამოვლინდეს კუმულაციური ნეიროტოქსიკურობა, განსაკუთრებით პრეპარატის შეყვანისას მცირე ინტერვალებით. აღინიშნა მანეკროზირებელი ლეიკოენცეფალოპათიის ცალკეული შემთხვევები, ასევე პარაპლეგიები და სიბრმავე ციტარაბინის ენდოლუმბალური შეყვანის შემდეგ.  გრძნობათა ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი (ფოტოფობია, თვალის წვა, გამოხატული ცრემლდება), კერატიტი. მაღალი დოზებით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს შექცევადი წყლულოვანი კერატიტი და ჰემორაგიული კონიუნქტივიტი.  გულ-სისიხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მხრივ: კარდიომიოპათია (მათ შორის ფატალური, ციტარაბინის მაღალი დოზების გამოყენებისას ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში), პერიკარდიტი, ყელის ტკივილი, ქოშინი, პნევმონია, დიფუზური ინეტრსტიციალური პნევმონიტი (საშუალო დოზა – 1 გ/მ2) პროგრესირებადი რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რომელიც იწვევდა ფილტვების შეშუპებას და კარდიომეგალიას შესაძლო სასიკვდილო გამოსავლით (ციტარაბინის მაღალი დოზები). თირკმელების და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შარდის შეკავება, ჰიპერურიკემია ან ურატული ნეფროპათია.  კანის და კანის დანამატების მხრივ: ქავილი, გამონაყარი (ლაქოვან-პაპულოზური და ურტიკარია), კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, კანის დაწყლულება, ალოპეცია. არსებობს კანის მძიმე გამონაყარის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც იწვევს დესქვამაციას.  ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთება.  ინფექციური გართულებები ნებისმეირი ლოკალიზაციის ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და საპროფიტული ინფექციები (მათ შორის სეფსისი), რომლებიც ჩვეულებრივ ატარებს მსუბუქ და საშუალო ხასაითს, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე ფორმებიც, და ხანდახან ფატალური (მათი განვითარება განპირობებულია იმუნიტეტის დაქვეითებით).  ციტორაბინული სინდრომი: ცხელება, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, ხანდახან ტკივილი მკერდის არეში, ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, კონიუნქტივიტი, უძლურება. ეს სიმტომები როგორც წესი ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან 6-12 საათის შემდეგ. დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები ეფექტურია ამ სინდრომის სამკურნალოდ ან მისი განვითარების პრევენციისთვის.  სხვა: ცხელება, თრომბოფლებიტი, ალერგიული რეაციები (მათ შორის ანაფიალქსია, ჭინჭრის ციება, შეშუპება).  სხვა მწარმეობელების ციტარაბინის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადექვატური გამომუშავების განვითარების სინდრომის ცალკეული შემთხვევები, რაბდომიოლიზი, ღვიძლის ვენების თრომბოზი (ბადა-კიარის სინდრომი), სისხლდენა, მხედველობის დარღვევა, ტრანზიტორული არითმია, (ციტოზარის გამოყენებისას ზემოთ აღნიშნული შემთხვევები არ არის აღწერილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter