იცით ციტოლესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტოლესის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტოლესის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.  სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის რეაქციები. თუმცა მოხსნის სინდრომი არ მიუთითებს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებაზე.  ესციტალოპრამთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ორმაგ-ბრმა-პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში.  მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ხშირი – მადის დაქვეითება. ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – ლიბიდოს შემცირება ქალებში. ანორგაემია. ნერვული სისიტემის დარღვევები: ხშირი – ინსომნია, სომნოლენცია და ვერტიგო; იშვიათი – გემოს შეცვლა და ძილის დარღვევა. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – სინუსიტები, მთქნარება. გასტროინტესტინური დარღვევები: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – დიარეა, ყაბზობა. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები: ხშირი – მომატებული ოფლიანობა. რეპროდუქციული სისიტემის და მკერდის დაავადებები: ხშირი – ეაკულაციის დარღვევა და იმპოტენცია. ზოგადი ხასიათის დარღვევები და შეყვანისთან დაკავშირებული  მდგომარეობა: ხშირი – გადაღლა, ცხელება.  ხშირი: (>1/100, <1/10); ძალიან ხშირი: (>1/10); იშვიათი: (>1/100, <1/100). სპეციფიურად SSRI თერაპიული კლასისათვის, ესციტალოპრამის გვერდითი ეფექტები კარდიოვასკულარულ სისტემაზე ვლინდება პოსტურალური ჰიპოტენზიით.  რაიმე მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter