იცით ციტომაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტომაქსის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტომაქსის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე. ცოტომაქსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვევებში. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი.  გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი – მეტეორიზმი. ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი. ზოგადი: იშვიათი – ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპის მსგავსი სიმპტომები.  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ნაკლებად ხშირი – პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია. ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – კონცენტრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი: ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია. იშვიათი: კატატონური რეაქცია, მელანქოლია. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები/ქალები: ხშირი – ამენორეა, ნაკლებად ხშირი: გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა. გრძნობათა ორგანოები: ნაკლებად ხშირი – შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი. იშვიათი: მიდრიაზი, ფოტოფობია, დიპლოპია, გემოს დაკარგვა. საშარდე სისტემა: ხშირი – პოლიურია. ნაკლებად ხშირი: შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, დიზურია. იშვიათი: ჰემატურია, ოლიგურია, პიელონეფრიტი, ტკივილი წელის არეში. პრეპარატის მიღების შეწყვეტას იწვევენ შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, უძილობა, სომნოლენცია, ასთენია, პირის სიმშრალე, ღებინება და აჟიტაცია. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter