იცით ცსინობროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცსინობროლის გვერდითი მოვლენებია: 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები  ყველა პრეპარატის მსგავსად, ცსინობროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.  არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემური ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად: – ძალიან ხშირი (³ 1/10)  – ხშირი (³1/100 – <1/10)  – არახშირი (³1/1000 – <1/100)  – იშვიათი (³1/10000 – <1/1000)  – ძალიან იშვიათი (<1/10 000)  – ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)   ჩვეულებრივ, ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გვერდითი ეფექტებია პირის სიმშრალე, თავისტკივილი, დაღლილობა და ძილიანობა.  ნაკლებად ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობა და მუცლის ტკივილი.  გამოვლენილი იყო სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: პულსაცია, გულისცემის სიხშირის მომატება, კონვულსიები, მხედველობის დარღვევები, შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, გაწითლება და ქავილი), კანზე გამონაყარი, ქოშინი, წონაში მომატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან აჟიტირებული ქცევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა და ღებინება.    ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციის  პირველივე  ნიშნებისას შეწყვიტეთ ცსინობროლის  მიღება და დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავს: პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება ჭინჭრის გამონაყარით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს შოკს ან კოლაფსს, რაც შეიძლება ფატალური იყოს.    თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენებები, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter