იცით ჰალიდორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰალიდორის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სპორადული შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის მოშლა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგჯერ, ცნობიერების გარდამავალი არევა, ჰალუცინაციები, ძალიან იშვიათად – ცნს-ის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტონური და კლონური კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს წინაგულის ან პარკუჭოვანი ტაქიარითმიები (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენურ პრეპარატებთან ერთად შეყვანისას). კანის მხრივ: ალერგიის სიმპტომები. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის წონის მომატება თრომბოფლებიტის შიგნით შეყვანისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter