იცით ჰისტალორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰისტალორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედებები როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ჰისტალორის სიროფს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავას იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. ჰისტალორის სიროფით მკურნალობის დროს შესაძლებელია, თუმცა იშვიათად, შემდეგი გვერდითი მოქმედებების აღნიშვნა: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის მომატება, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.   ბავშვებში ჰისტალორის სიროფის გამოყენებამ ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ნერვოზულობა, მსტვენავი სუნთქვა, დაღლილობა, ჰიპერკინეზია, ტკივილი მუცლის არეში, კონიუქტივიტი, დისფონია, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.  თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter