იცით B ბლოკი G-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

B ბლოკი G-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბ ბლოკი G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. მაღალი დოზის და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი   ეფექტები:ხშირი (1-ზე ნაკლები 10-დან, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველი 100 პაციენტიდან): ზოგადი: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეგზანთემა), ტკივილი ინექციის ადგილას.   საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში: კუჭის წყლული, გარდამავალი დიარეა. მეტაბოლური და კვების დარღვევები: ჰიპერგლიკემია, მადის მომატება.  ხანგრძლივი თერაპიის პირობებში: თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი. მაღალი დოზების მიღების ფონზე: ადრენალური ჰიპერაქტივობის ნიშნები (კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ჭარბი პროდუქცია ადრენალური ჯირკვლების მიერ) აკნესმაგვარი გამონაყარით. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჭრილობების შეხორცების გაძნელება, მომატებული მგრძნობელობა ინფექციებისადმი (ორო-ფარინგეალური კანდიდოზი) მაღალი დოზების მიღების ფონზე: ალები. ნერვული სისტემის მხრივ: აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, კრუნჩხვა.  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ოსტეოპოროზი (ძირითადად პოსტ-მენოპაუზური ასაკის ქალებში და 70 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცებში), ძვლების მტვრევადობა და ნეკროზი (კერძოდ, ბარძაყის და მხრის ძვლის თავის ნეკროზი, ძირითადად 50 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში). კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: მაღალი დოზების მიღების ფონზე: ჭარბთმიანობა, ჰიპერპიგმენტაცია, სკლეროდერმა.  ნაკლებად ხშირად (1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველი 1000 პაციენტიდან): კარდიო-ვასკულარული სისტემის მხრივ: შეშუპება, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ქალასშიდა წნევის მომატება. მეტაბოლური და კვების დარღვევები: კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში, მწვავე პანკრეატიტი. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, ანაფილაქსიური შოკი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ფილტვის შეშუპება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: კუნთოვანი სისუსტე. ნერვული სისტემის მხრივ: ნევროლოგიური დარღვევები. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ოფლიანობა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ამენორეა. ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter