იცით IVF-C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

IVF-C-ის გვერდითი მოვლენებია: 1) შოკი: იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია შოკის განვითარება, რის გამოც პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. სახის წამოწითლების, გულძმარვის, დისპეფსიის და სხვა მოვლენის გაჩენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. 2) ჰიპერმგრძნობელობა: სიწითლის და მსგავსი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. 3) ფსიქონერვული სისტემა: თავბრუსხვევა, აგზნებადობა, უძილობა, დეპრესია, დაღლილობა და ა.შ. 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს თრომბოზი ან ცერებრალური თრომბოზი. 5) პრეპარატის ხანგრძლივი და უწყვეტი მიღება: კაცებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერსექსუალურობა, გახანგრძლივებული ერექცია, აკნე და გინეკომასტია, ხოლო ქალებში – ვირილიზაციის ნიშნები, როგორიც არის პოლიტრიხია, კლიტორიზმი, აკნე. 6) სხვა: იმ შემთხვევაში თუ პრეპუბერტულ პერიოდში გამოვლინდება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter