ნეფაზანი / Nefazan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეფაზანი –  B კატეგორიის ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა კლოპიდოგრელით გამოწვეული ფეტოტოქსიურობის ან ფერტილობის დარღვევის რაიმე ნიშანი ვერ გამოავლინეს. თუმცა, ორსულ ქალებში სათანადო და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ ადამიანების საპასუხო რეაქციებს, კლოპიდოგრელი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგანაც მეძუძურ ბავშვებში არსებობს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, გადაწყვეტილებაა მისაღები შეწყდეს ძუძუთი კვება ან წამლის მიღება, ამავდროულად გასათვალისწინებელია პერპარატის მნიშვნელობა მეძუძური დედისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter