რა დროს გამოიყენება აბაქტალი?

აბაქტალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები; თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექცია; მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია (მათ შორის – ადნექსიტი, პროსტატიტი); ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია; ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (მათ შორის – ქრონიკული სინუსიტი, მძიმედ მიმდინარე გარეთა ოტიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის – სალმონელოზი, მუცლის ტიფი); ღვიძლისა და სანაღვლე გზების ინფექციები; მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (ინტრააბდომინალური აბსცესი, პერიტონიტი); ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის ოსტეომიელიტი); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის პენიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკით გამოწვეული); მენინგეალური ინფექცია; სეფსისი; ბაქტერიული ენდოკარდიტი; გონორეა. პრეპარატი გამოიყენება როგორც მონოთერაპიისთვის, ისე სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაშიც. ეფექტურია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ინფექციის პროფილაქტიკის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი