რა დროს გამოიყენება აკრეტანი-სანოველი?

აკრეტანი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: მონტელუკასტის 4 მგ ნაჩვენებია 2-5 წლის ასაკის ბავშვებში ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, მათ შორის: – დღისა და ღამის სიმპტომების პრევენცია; -,,ასპირინული” ბრონქული ასთმის მკურნალობა; – ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა. მონტელუკასტის 4 მგ ნაჩვენებია 2-5 წლის ასაკის ბავშვებში სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის დღისა და ღამის სიმპტომების პრევენციისათვის.  გამოყენება პედიატრიაში შესაბამისი კონტროლირებული კვლევებისას 6-14 წლის ასაკის ბავშვებში დამტკიცებულია მონტელუკასტის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილი მოზრდილების ანალოგიურია. პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა აჩვენა 4 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების გამოყენების უსაფრთხოება 2-5 წლის ასაკის ბავშვებში. კვლევებმა დაამტკიცა 4 მგ და 5 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების გამოყენების უსაფრთხოება 2-14 წლის ასაკის ბავშვებში, როგორც ასთმის, ასევე სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ.  მონტელუკასტის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 24 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოკვლეული არ არის. გამოყენება ხანდაზმულ ასაკში მონტელუკასტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ასაკთან დაკავშირებული განსხვავებები არ შეინიშნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter