რა დროს გამოიყენება ამინოკაპრონის მჟავა?

ამინოკაპრონის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: ამინოკაპრონის მჟავა შეჰყავთ ქირურგიული ოპერაციების და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს სისხლის და ქსოვილების მომატებული ფიბრინოლიზური აქტივობით: ოპერაციები თავის ტვინზე, გულზე, ფარისებრ ჯირკვალზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალზე, პლაცენტის ნაადრევი მოცილების დროს, საშვილოსნოში მკვდარი ნაყოფის ხანგრძლივი დაყოვნების დროს, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, მწვავე პანკრეატიტის, ღვიძლის დაავადებების, ჰიპოპლასტური ანემიის, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდის ბუშტიდან სისხლდენის დროს. ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება მეორადი ჰიპოფიბრინოგენემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter