რა დროს გამოიყენება ასკორბინის მჟავა?

ასკორბინის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ყველა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინი C-ს დამატებით შეყვანას:  სურავანდის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ჰემორაგიული დიათეზის, ცხვირიდან, ფილტვიდან, ღვიძლიდან და სხვა სისხლდენების, სხივური დაავადებით და ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული სისხლდენების, ინფექციური დაავადებებისა და ღვიძლის ინტოქსიკაციების, ადისონის დაავადების, ჭრილობების ძნელად შეხორცების, ძვლების მოტეხილობების, დისტროფიებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. პრეპარატი ინიშნება აგრეთვე გაძლიერებული ფიზიკური შრომის, გონებრივი დაძაბულობის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე ათეროსკლეროზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter