რა დროს გამოიყენება მედროლი?

მედროლის გამოყენების ჩვენებებია: ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის პირველადი და მეორადი უკმარისობა; თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია; ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო); არაჩირქოვანი თირეოდიტი; რევმატიული დაავადების გამწვავების დროს გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზირებელი სპონდილიტი; კოლაგენური დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი. ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის; კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი; მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება; მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები; წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი; სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის: სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისიმინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას); ჰემატოლოგიური დაავადებები: შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში, მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია), თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატური თერაპიის სახით; მოზრდილებში ლეიკოზები და ლიმფომები; ბავშვებში მწვავე ლეიკოზი; რეგიონული ენტერიტი; გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში; ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად გამოწვეული შენელებული რეაქციის პროფილაქტიკა; ნეფროზული სინდრომი; ტვინის შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ტვინის სიმსივნით; ტუბერკულოზური მენინგიტის დროს სუბარაქნოიდული ბლოკის საშიშროებით ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter