რა დროს გამოიყენება ჰელმიზოლი?

ჰელმიზოლის გამოყენების ჩვენებებია: \ალბენდაზოლი ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ჰელმინთოზების მკურნალობის დროს. ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ღვიძლის, ფილტვებისა და მუცლის ღრუს დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია EchinºCºCcosus granulosus-ის მატლის ფორმებით. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას 80-90% ცისტა არაინფექციურ ფორმაში გადადის, შემთხვევათა 30% ცისტები მთლიანად ქრება, შემთხვევათა 40% ზომაში მცირდებიან. შეძლებისდაგვარად ოპერაციული ჩარევა ამგვარი დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში პარაზიტების მოსპობის მაქსიმალური დონე მიიღწევა. Echinococcosus granulosus –ით გამოწვეული ალვეოლური ცისტების მკურნალობისას ალბენდაზოლის ეფექტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ნეიროცისტოცერკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Taenia solium–ის მატლის ფორმებით გამოწვეული პარენქიმული ნეიროცისტიცერკოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა ჰელმიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ნაწლავური და პარენქიმული ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით (რგოლისებრი მატლები) ადამიანებში, ასევე ცესტოდებით. Ascariasis:  Ascaris lumbricoides (მატლები). Enterobiosis (Oxyuriasis): Enterobius (Oxyurus) vermicularis (Oxyurus). ანკილოსტომოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Necator americanus–ით  და Ancylostoma duodenale-თი გამოწვეული დავადებების სამკურნალოდ. სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis. ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura. ნაწლავის ნემატოდოზი: Capillaria phillipinensis. ტრიქოსტრონგილოზი: Trichostronqylus species–ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას Piranyel pamoat-ის ალტერნატივის სახით. ტენიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ნაწლავური ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia saqunata, Taenia solium და Hymenolepis nana. ტრიქინელოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Trichostronqylus-ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას. კლონორქოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Chlonorchis sinensis-ით გამოწვეული კლორონქოზის მკურნალობისას. ლამბლიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Giardia species-ით გამოწვეული ლამბლიოზის მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter