ბელარა / Belara ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბელარა –  რეკომენდებული არ არის ბელარას მიღება ორსულობის დროს. პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. თუ ორსულობა განვითარდა პრეპარატ ბელარას მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევებისას, მტკიცებულება იმისა, რომ ესტროგენების მიღება სხვა პროგესტაგენებთან კომბინაციაში ისეთივე დოზებით, რომლითაც წარმოდგენილია პრეპარატ ბელარაში, გაუფრთხილებლობით ორსულობის ფონზე, იწვევდა ტერატოგენურ ან ფეტოტოქსიკურ ეფექტებს, მოპოვებული არ ყოფილა. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (იხ. პუნქტი 5.3), 330 ორსული ქალისგან მიღებული მონაცემებით არ გამოვლენილა ქლორმადინონის აცეტატის არავითარი ემბრიოტოქსიკური მოქმედება. ესტროგენებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ლაქტაციაზე, კერძოდ, გამოიწვიონ დედის რძის რაოდენობის შემცირება და შემადგენლობის ცვლილება. კონტრაცეპციული სტეროიდების და/ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობები შეიძლება გადავიდეს რძეში და ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე. ამის გამო, პრეპარატ ბელარას გამოყენება ლაქტაციის დროს არ შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი