ბლოკორდილი / Blocordil ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბლოკორდილი – ორსულობა და ძუძუთი კვება ორსულობის პირველ ტრიმესტრში კაპტოპრილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.  კაპტოპრილი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.  ეპიდემიური მონაცემები ტერატოგენობის რისკის შესახებ აგფ-ინჰიბიტორების ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოყენებისას, საბოოდ დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, თუმცა რისკის რამდენადმე მატება, გამორიცხული არ არის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აგფ-ინჰიბიტირობების შეცვლა სხვა ალტერნატიული თერაპიით პაციენტი რომელიც გეგმავს ორსულობას გადაყვანილი უნდა იქნას იმ სამკურნალო საშუალებებით თერაპიაზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილი ორსული ქალებისათვის კარგადაა შესწავლილი. დაორსულების შემთხვევაში აგფ-ინჰიბიტორის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს სხვა თერაპია. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას დადგენილია ფეტოტოქსიური მოქმედების გამოვლენა (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგოჰიდროამნიოზი, ქალას ძვლების გაძველების შეფერხება) და ნეონატალური ტოქსიურობა (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). იმ შემთხვევაში, როდესაც აგფ-ინჰიბიტორის გამოყენება ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილებში რომელთა დედები იღებდნენ აგფ-ინჰიბიტორებს, აუცილებელია არტერიული წნევის გულმოდგინე კონტროლი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად. ლაქტაცია შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური კვლევები ადასტურებენ კაპტოპრილის დაბალი კონცენტრაციების არსებობას დედის რძეში. კაპტოპრილი წინააგმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი