ბრიულიუმ ლინგვატაბსი / BRULIUM LINGUATABS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბრიულიუმ ლინგვატაბსი –  ვინაიდან მონაცემები დომპერიდონის გამოყენებაზე ორსულობის პერიოდში ძალიან მცირეა, სასურველია პრეპარატის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. დომპერიდონის ძალიან მცირე კონცენტრაცია გადადის დედის რძეში. პროლაქტინის დონე რძეში შეადგენს პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციის 10-50%-ს და ითვლება, რომ არ აღემატება 10 ნგ/მლ-ს. მაქსიმალური რეკომენდებული დოზით მიღებისას დომპერიდონის საერთო რაოდენობა, რომელიც გადადის დედის რძეში, არ აღემატება 7 მგ-ს. არ არის ცნობილი არის თუ არა ეს საზიანო ახალშობილისათვის. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში  შეწყდეს ძუძუთი კვება. ბრიულიუმ ლინგვატაბსის მიღებისას შესაძლებელია რძის პროდუქციის მცირედი გაზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი