ბრომოკრიპტინ რიხტერი / BROMOCRIPTIN-RICHTER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბრომოკრიპტინ რიხტერი – ორსულობა ორსულობის დროს, როგორც წესი რეკომენდებულია ბრომოკრიპტინის მიღების შეწყვეტა მენსტრუალური ციკლის პირველი გამოტოვების შემდეგ. ორსულებში ჰიპოფიზის ადენომით, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა სათანადო კონტროლი (მხედველობის არეალის განმეორებითი განსაზღვრით) მთელი ორსულობის განმავლობაში. პროლაქტინომის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბრომოკრიპტინის მიღების განახლება. 2000 ორსულზე დაკვირვების შეფასებიდან გამომდინარე, ბრომოკრიპტინის გამოყენებას არ ახლდა ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის ან ნაყოფში დეფექტების განვითარების მომატებული რისკი. საერთო მტკიცებულებები მიუთითებენ ტერატოგენურობის ან ემბრიოტოქსიურობის ეფექტების არარსებობაზე. ლაქტაცია ვინაიდან, ბრომოკრიპტინი თრგუნავს ლაქტაციას და აღწევს დედის რძეში, მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი