დეპრექსორი / DEPREXOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეპრექსორი –  ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ან ბავშვს აწოვებთ ძუძუს. ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენ მიიღოთ ეს პრეპარატი სარგებელი/რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.  საჭიროა აცნობოთ თქვენს მეანს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრექსორს. ორსულობის პერიოდში მსგავსი სამკურნალო პრეპარატების (სეროტონინის და ნორადრენალინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორების ჯგუფი) მიღებამ ახალშობილში შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, რომელიც ცნობილია როგორც ახალშობილის პერსისტული პულმონალური ჰიპერტენზია (აპპჰ). ის ვლინდება სუნთქვის გახშირებით და ციანოზით (გალურჯებით), უფრო ხშირად მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა ეს მოვლენები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მეანს.  თუ თქვენ იღებდით დეპრექსორს ორსულობის პერიოდში, თქვენს ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს მოხსნის სინდრომი (სუნთქვის და ძილის პრობლემები, კვების გაძნელება, მოუსვენრობა, გულჩვილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდებიან ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.  თუ თქვენს ახალშობილს მშობიარობიდან მოკლე ხანში განუვითარდა ეს სიმპტომები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს და/ან მეანს. დეპრექსორი გადადის ქალის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. თუ დეპრექსორით მკურნალობა აუცილებელია, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი