დიპროსალიკი / DIPROSALIC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიპროსალიკი –  ორსულობა ცხოველების შესწავლამ გამოავლინა სისტემური კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტი. პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია. დიპროსალიკის გამოყენება ორსულობისას შესაძლოა მკაცრი შესაბამისობით გამოყენების რეკომენდებულ მეთოდთან სხეულის ზედაპირის <10% ფართობზე, არა უმეტეს 3 კვირისა. სალიცილის მჟავა შესაძლოა აბსორბირდეს კანიდან მნიშვნელოვანი ხარისხით. სალიცილის მჟავას  გამოყენებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ორსულობის ხანგრძლივობაზე და მშობიარობის მიმდინარეობაზე. დედასა და ბავშვში აღინიშნება სისხლდენის გახანგრძლივება და მიდრეკილება სისხლდენისაკენ. კერძოდ, დღენაკლი ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ქალაშიდა სისხლჩაქცევები სალიცილატების მიღებისას მშობიარობის წინ. ნაყოფს შესაძლოა აღენიშნოს არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა.  გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არაა დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის  გამოყენება შესაძლოა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფის/ბავშვისათვის.  ძუძუთი კვება კორტიკოსტეროიდები და სალიცილის მჟავა გადადის რძეში. ადგილობრივი გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია  სიფრთხილით მოხდეს ძუძუთი კვების დროს.  არ გამოიყენოთ მკერდის არეზე. თუ საჭიროა მისი შედარებით მაღალი დოზების გამოყენება, ძუძუთი კვება არ შეწყვიტოთ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი