ვარფარინი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ვარფარინი – არის პრეპარატი, რომელიც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს. ის ამცირებს სისხლის შედედების ცილა-ფაქტორების წარმოქმნას. ამიტომ, სისხლი თხიერდება და მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი. ყველაზე ხშირად ვარფარინს ნიშნავენ მოციმციმე არითმიის დროს, რომლის დროსაც გულში წარმოიქმნება თრომბები, რომლებიც შეიძლება დაიძრას თავის ტვინისკენ და გამოიწვიოს ინსულტი.

მთავარი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ვარფარინის ზედოზირების დროს იზრდება სისხლდენების და ქალაშიდა სისხლჩაქცევების რისკი.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

სისხლის შედედების უნარის დაქვეითება – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ცნობილი გვერდითი ეფექტია. ამიტომ აასს-ის კომბინაცია ვარფარინთან მნიშვნელოვნად ზრდის საშიში სისხლდენების რისკს.

როგორ მოვიქცეთ

თუ იღებთ ვარფარინს, თავი აარიდეთ აასს-ის ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლებს. მათ ნაცვლად გამოიყენეთ პარაცეტამოლი – უმეტეს შემთხვევაში ის კარგად ცვლის აასს-ს.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა