ვენოფერი / Venofer ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვენოფერი –  ორსულობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ვენოფერი უკუნაჩვენებია ორსულობის 1 ტრიმესტში (იხ,,უკუჩვენებები”), ხოლო 2. და 3. ტრიმესტრში გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევაში.  ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ გამოავლინეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ტოქსიურობა ორსულობის და ემბრიონის განვითარებაზე, ნაყოფის განვითარებაზე და/ან პოსტნათალურ გენვითარებაზე. ორსულებზე ჩატარებული ცდების მცირე მონაცემები არ ავლენენ არასასურველ ზემოქმედებას ორსულობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების გამოცდილება არ მოიპოვება. ამ დრომდე არ არის ცნობილი გადადის თუ არა რკინა (III)-ჰიდროქსიდ საქაროზას კომპლექსი პლაცენტაში, მაგრამ აღინიშნება რკინა-დექსტრანის მცირე რაოდენობა. ტრანსფერინზე დაკავშირებული რკინა გადადის პლაცენტარულ ბარიერში და ლაკტოფერინთან დაკავშირებული გადადის დედის რძეში. კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ 100 მგ რკინის ვენოფერინის ფორმით ვენაში შეყვანისაას არ იზრდება რკინის შემცველობა დედის რძეში. ამიტომ არ არის მოსალოდნელი რისკ-ფაქტორი ბავშვის მიმართ ვენოფერინის გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი