ვერაპამილი და ბეტა-ბლოკატორები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ვერაპამილი მიეკუთვნება კალციუმის ბლოკატორების ჯგუფს. კალციუმი ავიწროვებს სისხლძარღვებს. ვერაპამილი ბლოკავს მის მოქმედებას – სისხლძარღვები ფართოვდება, რაც იწვევს ორ მნიშვნელოვან ეფექტს: ქვეითდება არტერიული წნევა და უმჯობესდება გულის სისხლმომარაგება, იშემიური ტკივილები ქრება.

ვერაპამილის პოტენციური საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ის ასევე ბლოკავს გულის გამტარი სისტემის კალციუმის არხებს, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და გულშიდა ბლოკადა.

ბეტა-ბლოკატორები (ატენოლოლი, მეტოლოლი და სხვა „ოლ“-ზე დაბოლოებული პრეპარატები – უმნიშვნელოვანესი პრეპარატებია გულის უკმარისობის სამკურნალოდ. გულის უკმარისობის დროს გული ძნელად გადატუმბავს სისხლს ორგანიზმში. ბეტა-ბლოკატორები ერთი მხრივ ამცირებენ გულის შეკუმშვებს, მეორე მხრივ კი – მათი ეფექტურობა იზრდება.

ეს პრეპარატები ასევე ართულებენ გულის გამტარ სისტემაში ელექტრული იმპულსის გატარებას.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ვერაპამილიც და ბეტა-ბლოკატორებიც ამცირებენ გულის შეკუმშვას. ამიტომ, მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის ძლიერი შენელება (ბრადიკარდია და გულშიდა ბლოკადა). ყველაზე ცუდ შემთხვევაში – ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის გაჩერება.

როგორ მოვიქცეთ

გააკონტროლეთ პულსი დღეში რამოდენიმეჯერ და ჩაინიშნეთ. გამოხატული ბრადიკარდიის დროს (წუთში 50-ზე ნაკლები) მიმართეთ ექიმს.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა