იცით აგენერაზას რა უკუჩვენებები აქვს?

აგენერაზას უკუჩვენებებია: ტერფენადინთან, ციზაპრიდთან, ასტემიზოლთან და რიფამპიცინთან ერთად გამოყენება; 4 წელზე პატარა ასაკის ბავშვები (შინაგანი მიღებისთვის განკუთვნილი ხსნარისთვის); ამპრენავირისადმი და პრეპარატის სხვა კომპონენტისადმის მომატებული მგრძნობელობა. ორსულებში აგენერაზას უსაფრთხოება არ არის დადგენილი. პრეპარატის დანიშვნა კაფსულის სახით შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ საფრთხეს. შინაგანი მიღებისთვის განკუთვნილი აგენერაზას ხსნარის დანიშვნა არ შეიძლება ორსულებისთვის (შეიძლება პროპილენგლიკოლმა (შედის აგენერაზას შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით) ნაყოფზე ტოქსიკურად იმოქმედოს). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა. ეს შეესაბამება აივ-ინფიცირებული ქალებისთვის არსებულ საერთო რეკომენდაციებს ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ ახალშობილის შესაძლო ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამპრენავირს შეუძლია პლაცენტის ბარიერის გადალახვა. შვილოსნობის ასაკის ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მიმართონ კონტრაცეფციის დამატებით არაჰორმონულ მეთოდს (რადგან აგენერაზათი მკურნალობის ფონზე შეიძლება ჰორმონული კონტრაცეფციის ეფექტურობის შემცირება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები